XI მოწვევის პარლამენტი, 16 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელს კიდევ ერთხელ აირჩევს. სუს-ის უფროსის არჩევა მოქმედი პარლამენტის დღის წესრიგში მესამედ დგება.

14 სექტემბერს სუს-ის უფროსმა გეკა გელაძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სუს-ის ახალი ხელმძღვანელის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. ბორაშვილს ჯერ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტში მოუსმენენ, შემდეგ კი მის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

კანონის თანახმად, სუს-ის უფროსი უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით აირჩევა.

ცნობისთვის, პარლამენტმა გელა გელაძე სუს-ის უფროსად, უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით, მიმდინარე წლის 28 აპრილს დაამტკიცა. გელაძემდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მამუკა მდინარაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც ასევე ვადაზე ადრე გადადგა. პარლამენტმა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად 2025 წლის 3 სექტემბერს აირჩია, რომელმაც სუს-ი 2026 წლის აპრილში დატოვა.

ასევე ხანმოკლე იყო სუს-ის უფროსის პოსტზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, ანრი ოხანაშვილის ყოფნა. ოხანაშვილი სუს-ს დაახლოებით 5 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და 2025 წლის აგვისტოში ისიც ვადაზე ადრე გადადგა.