2026 წლის იანვარ-აპრილში რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტმა 5.87 ტრილიონი რუბლი შეადგინა, რაც 2.94 ტრილიონი რუბლით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ამ პერიოდში ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები 38.3%-ით შემცირდა და 2.3 ტრილიონ რუბლს მიაღწია.

„წლის დასაწყისში მაღალი დეფიციტი, ძირითადად, ხარჯების წინასწარი დაფინანსებით არის განპირობებული“, - განაცხადა ფინანსთა სამინისტრომ.

სააგენტოს შეფასებით, ბიუჯეტის დეფიციტი რუსეთის მშპ-ს 2.5%-ს შეადგენს.

2026 წლის იანვარ-აპრილში ბიუჯეტის ხარჯებმა 17.6 ტრილიონი რუბლი შეადგინა, რაც გასული წლის 15.7%-ით მეტია 15.21 ტრილიონ რუბლთან შედარებით.