საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილე ქართულ კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. 


ტურისტული კომპანია „Check-in Group“-ის გენერალური დირექტორისა და დამფუძნებლის, ია გედევანიშვილის განცხადებით, ჩინეთის ბაზარი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა, პარტნიორი ქვეყნის სტატუსით გამოფენაში მონაწილეობა კი საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის.


„ძალიან დიდი იმედებით ვუყურებ ჩინურ ბაზარს. გამოფენის ფარგლებში დაახლოებით 70 შეხვედრა მაქვს დაგეგმილი. ეს არის ძალიან სერიოზული სამუშაო პროცესი, რომელიც საქართველოში მეტი ჩინელი ტურისტის მოზიდვას ემსახურება.  ITB China -ზე საქართველოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსი გვაძლევს შესაძლებლობას, უფრო მასშტაბურად წარვადგინოთ ქვეყანა, გავმართოთ მეტი შეხვედრა და მეტი ჩინელს გავაცნოთ საქართველოს ტურისტული პოტენციალი” -  აღნიშნა ია გედევანიშვილმა. 

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს