ევროპის ერთიანი ვალუტის ზონაში საცალო გაყიდვები მარტში თებერვალთან შედარებით 0.1%-ით შემცირდა და წლიურად 1.2%-ით გაიზარდა.
Reuters-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები ელოდებოდნენ, რომ გაყიდვები ყოველთვიურ გამოხატულებაში 0.3%-ით შემცირდებოდა, ხოლო წლიურად 1.0%-ით გაიზრდებოდა.
გადახედილი მონაცემების თანახმად, თებერვალში, ევროზონაში საცალო გაყიდვები თვესთან შედარებით 0.3%-ით შემცირდა, ხოლო წლიურად 1.3%-ით გაიზარდა.