Reuters-ის ცნობით, 2025 წელს რუსეთი ადგილობრივ ბაზარზე იუანში დენომინირებული ობლიგაციებს გამოსცემს, რაც ჩინეთში რუსული ენერგორესურსების გაყიდვით ექსპორტიორებისა და ბანკების მიერ დაგროვებულ იუანის მასშტაბურ ლიკვიდურობას საინვესტიციო ვარიანტებს შესთავაზებს.

გამოცემის მიხედვით, ობლიგაციები მოსკოვის საფონდო ბირჟაზე (MOEX) გამოვა და უცხოელ ინვესტორთა უმეტესობისთვის, მათ შორის, ჩინეთიდან და აზიის სხვა ქვეყნებიდან, ხელმიუწვდომელი იქნება.

ეს სამზადისი იმ ფონზე მიმდინარეობს, როცა აშშ-ს მიერ სანქცირებულ ორ რუსულ ნავთობკომპანიას, Rosneft-სა და Lukoil-ს, 21 ნოემბერს სანქციების ძალაში შესვლამდე იუანში მიღებული შემოსავლები უცხოეთიდან რუსეთში გადააქვთ.

სამმა წყარომ განაცხადა, რომ სამინისტრო ჯამში 400 მილიარდი რუბლის ოდენობის ობლიგაციების გამოცემას გეგმავს, რომელთა ვადებიც სამიდან ათ წლამდე იქნება.

"შეთანხმება დეკემბრის დასაწყისისთვის იგეგმება.ეს ინვესტორთა ფართო სპექტრზეა გათვლილი, დაწყებული ბაკნებიდან და აქტივების მმართველი კომპანიებიდან, დამთავრებული ინდივიდუალური მომხმარებლების ბაზარზე მოქმედი ბროკერებით." - განუცხადა წყარომ Reuters-ს. 

ფინანსთა სამინისტროს პოტენციურ მყიდველებთან, მათ შორის, ბანკებთან და ინსტიტუციურ ინვესტორებთან, შეხვედრა უკვე ჰქონდა.

tabula.ge