აგვისტო ევროპული მწარმოებლის, Airbus-ისთვის კიდევ ერთი რთული თვე აღმოჩნდა. მთლიანობაში, 2025 წელი კომპანიისთვის საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს.

ინდუსტრიის წყაროებისა და ანალიტიკოსების წინასწარი მონაცემებით, აგვისტოში 60 თვითმფრინავი იქნა მიწოდებული. ეს მაჩვენებელი გასული წლის აგვისტოს შედეგებს აღემატება, თუმცა 2025 წლის გეგმას მაინც ჩამორჩება.

ამ დროისთვის მიწოდების საერთო მოცულობა 433 თვითმფრინავს შეადგენს, რაც დასახულ მიზანზე დაახლოებით 3%-ით ნაკლებია. Airbus-ის 2025 წლის მიზანი 820 ერთეულის მიწოდებაა და მისი მიღწევის მიმართ სერიოზული შეშფოთება არსებობს.

იმისათვის, რომ გეგმა შესრულდეს, Airbus-ს დარჩენილ თვეებში წარმოების ტემპი რეკორდულ დონემდე უნდა გაეზარდა, რაც არსებული დაბრკოლებების გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა.

Airbus-ის პრობლემები ძირითადად ოპერაციული ხასიათისაა და გავლენას ახდენს როგორც წარმოების ტემპზე, ისე შეკვეთების შესრულებაზე, რაც გრაფიკიდან ჩამორჩენას იწვევს.

ერთ-ერთი მთავარი სირთულე Pratt & Whitney-ისგან და CFM-ისგან ახალი ძრავების მიწოდების შეფერხება გახდა. ძრავების გარეშე თითქმის მზა თვითმფრინავები ვერ სრულდება და მომხმარებლებს ვერ გადაეცემა, რაც ლოგისტიკურ პრობლემებს ქმნის. Airbus-ი ძრავების მიღებას წლის მეორე ნახევარში ელოდება, რათა დაასრულოს „ნახევრად მზა ნამუშევრები“ და დამკვეთებს მიაწოდოს.

გარდა ამისა, არსებობს სხვა პრობლემებიც მიწოდების ჯაჭვში, მათ შორის სავარძლებისა და ფიუზელაჟის ნაწილების აწყობის შეფერხება, რაც ასევე აფერხებს წარმოების ტემპს.

წყარო: avianews.ge