დედამიწის ოზონის ფენის აღდგენა წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა ახალი კვლევები ამ პროცესის უარყოფით მხარესაც ამჟღავნებენ: აღდგენილი შრე პლანეტის 40%-ით უფრო მეტად გათბობას იწვევს ვიდრე თავდაპირველად იყო ნავარაუდევი.
რედინგის უნივერსიტეტის პროფესორმა ბილ კოლინსმა და მისმა კოლეგებმა კომპიუტერული მოდელირება გამოიყენეს, რათა მოდელირების სახით, წინასწარ ეჩვენებინათ ოზონის შრეში ცვლილებებით გამოწვეული გლობალური დათბობის შედეგები 2015-2050 წლებში.
კვლევის შედეგები რომლებიც ჟურნალ Atmospheric Chemistry and Physics-ში გამოქვეყნდა, მიუთითებს რომ ოზონის შრის აღდგენა დამატებით დათბობის ეფექტს გამოიწვევს.
მკვლევრების გათვლებით 2050 წლისთვის ოზონი, ნახშირორჟანგის შემდეგ შესაძლოა დათბობის მეორე უმსხვილესი გამომწვევი გახდეს.