მსოფლიო არაერთ ქვეყანაში უფასო სასკოლო კვების პროგრამები მუშაობს. რიგ ქვეყნებში მიზნობრივი კვების პროგრამებია და ის ძირითადად სოციალურად გაჭირვებული პირებისთვისაა. რიგ შემთხვევაში კი ქვეყნებს უნივერსალური კვების პროგრამები აქვთ.
როგორც წესი, უფასო კვების პროგრამები დონორების, სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ფინანსდება და მისი მიზანი სასწავლო დაწესებულებებში მოსწავლეთა კვების უზრუნველყოფით ბავშვთა ჯანმრთელობის, პროდუქტიულობის, აკადემიური შედეგებისა და დასწრების მაჩვენებლების გაუმჯობესებაა.
სკოლებში კვების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ გაეროს „მსოფლიო სასურსათო პროგრამის“ განახლებული მონაცემები გამოქვეყნდა. ეს მონაცემები ასახავს, 2024 წლის მდგომარეობით არსებულ ტენდენციებს.
მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შორის კვების უფასო პროგრამა სკოლებში სომხეთს, რუსეთსა და თურქეთს აქვს, ხოლო პროგრამა დანერგილი არ არის საქართველოსა და აზერბაიჯანში.
განახლებული მონაცემებით, იმ ადგილების ჩამონათვალი, სადაც სკოლებში უფასო კვების პროგრამები არ არის, ასე გამოყურება:
- ამერიკის სამოა;
- არუბა;
- აზერბაიჯანი;
- ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები;
- კაიმანის კუნძულები;
- ჩინეთი, მაკაოს სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი;
- ტაივანი, ჩინეთის პროვინცია;
- კომორის კუნძულები;
- კიურასაო;
- ელ სალვადორი;
- ეკვატორული გვინეა;
- ერიტრეა;
- ფარერის კუნძულები;
- საფრანგეთის პოლინეზია;
- გაბონი;
- საქართველო;
- გერმანია;
- გიბრალტარი;
- გრენლანდია;
- გუამი;
- მენის კუნძული;
- კოსოვო;
- ლიხტენშტეინი;
- მალდივები;
- მიკრონეზია;
- მონტენეგრო;
- ახალი კალედონია;
- ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები;
- ნორვეგია;
- ომანი;
- პაპუა-ახალი გვინეა;
- სენტ მარტინი (ფრანგული ნაწილი);
- სამოა;
- სინტ მაარტენი (ჰოლანდიური ნაწილი);
- სოლომონის კუნძულები;
- სურინამი;
- თურქმენეთი;
- ტერქსისა და კაიკოსის კუნძულები;
- ტუვალუ;
- აშშ-ის ვირჯინიის კუნძულები;
- ვიეტნამი.