სად არის საუკეთესო ადგილები საკვებად — ჰაერში თუ თვითმფრინავში ჩასხდომამდე? წლევანდელ World Culinary Awards-ზე გამარჯვებულებს შორის ავიაკომპანიები, აეროპორტები და აეროპორტის ლაუნჯებიც მოხვდნენ.

2026 წლის World Culinary Awards-ზე მხოლოდ რესტორნები არ დაჯილდოვდნენ — ჯილდოები ავიაკომპანიებმა, აეროპორტებმა და აეროპორტის ლაუნჯებმაც მიიღეს მშიერი მოგზაურების კვებისთვის.

Vietnam Airlines-მა მოიპოვა ტიტული „მსოფლიოს საუკეთესო კულინარიული ავიაკომპანია 2026“ და გახდა პირველი აზიური ავიაკომპანია, რომელმაც ეს ჯილდო დაიმსახურა. მან კონკურენცია გაუწია ისეთ ნომინანტებს, როგორებიცაა Emirates, Qatar Airways, Singapore Airlines, Air France, Cathay Pacific და Turkish Airlines.

საავიაციო სექტორში გამარჯვებულებს შორის ასევე იყვნენ ლონდონის ჰითროუს აეროპორტი, Turkish Airlines-ის საერთაშორისო ლაუნჯები და Clubrooms-ი გეტვიკის აეროპორტის სამხრეთ ტერმინალში.

ვრცლად euronews – ზე