ივლისში ჩიპების გლობალური გაყიდვები გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 20.6%-ით გაიზარდა და 62.1 მილიარდ დოლარს მიაღწია – ამის შესახებ ნათქვამია ნახევარგამტარული ინდუსტრიის ასოციაციის (SIA) პრესრელიზში.
ივნისთან შედარებით, ზრდამ 3.6% შეადგინა.
ივლისში ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში გაყიდვები წინა წელთან შედარებით 23.9%-ით გაიზარდა, ჩინეთში 10.4%-ით, ევროპაში 5.7%-ით, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონსა და სხვა რეგიონებში 35.6%-ით. ამავდროულად, იაპონიაში 6.3%-იანი კლება დაფიქსირდა.
ჩიპების გაყიდვები ივნისთან შედარებით ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში 8.6%-ით, ხოლო აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში 4.9%-ით გაიზარდა. ამავდროულად, ჩინეთში გაყიდვები 1.3%-ით, იაპონიაში 0.2%-ით შემცირდა, ხოლო ევროპაში თითქმის უცვლელი დარჩა.
SIA წარმოადგენს ამერიკული ნახევარგამტარული ინდუსტრიის დაახლოებით 99%-ს და სხვა ქვეყნების ჩიპების მწარმოებლების დაახლოებით 66%-ს.