ბრიტანულმა მობილურმა ოპერატორმა Vodafone Group Plc-მ ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირთან (UEFA) მსხვილი პარტნიორული შეთანხმება გააფორმა, რომელიც ევროპაში როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა ფეხბურთს მხარს დაუჭერს, – ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახურმა განაცხადა.
Vodafone 2025-26 და 2026-27 წლების სეზონებში ჩემპიონთა ლიგის ოფიციალური სატელეკომუნიკაციო პარტნიორი გახდება.