რომში დაიწყო ეგრეთ წოდებული „ჭკვიანი“ შუქნიშნების დამონტაჟება — ისინი წითლად ანათებენ, როდესაც მძღოლი სიჩქარის ლიმიტს გადააჭარბებს – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ქალაქის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ეს შეამცირებს ავარიების რაოდენობას და გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას.
სისტემა ასე მუშაობს: შუქნიშნები აღჭურვილია ახალი თაობის სენსორებით, რომლებიც ზომავენ ავტომობილის სიჩქარეს გზაჯვარედინამდე ან ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელამდე 150–300 მეტრში. თუ ავტომობილი ძალიან სწრაფად მოძრაობს, შუქნიშანზე სიგნალი რამდენიმე წამში წითელი გახდება.
ექსპერტების თქმით, ჭკვიანი შუქნიშნები არა მხოლოდ მართვას უფრო უსაფრთხოს გახდის, არამედ შეამცირებს საწვავის მოხმარებას და, შესაბამისად, მავნე გამონაბოლქვებსაც. რაც უფრო მაღალია სიჩქარე, მით მეტ ბენზინს მოიხმარს მანქანა.