აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჰორმუზის ბლოკადა ირანს დღეში $500 მილიონს აკარგვინებს, ამიტომ მათ სრუტის გახსნა სასწრაფოდ სურთ.

ტრამპის თქმით, თეირანის განცხადებები, თითქოს სრუტის ბლოკირებას გეგმავს, მხოლოდ ერთგვარი იმიჯია. 

ცნობისთვის, გუშინ Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი ფინანსურად ინგრევა და განმარტა, რომ მისი ლიდერები სასოწარკვეთილად ცდილობენ ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ გახსნას. მისივე თქმით, ქვეყნის სამხედრო და საპოლიციო სტრუქტურები ხელფასების დაგვიანებაზე ჩივიან, თუმცა არ დააკონკრეტა, ეფუძნება თუ არა ეს ინფორმაცია სადაზვერვო მონაცემებს.

ტრამპმა მიანიშნა, რომ ბლოკადის მოხსნა არ იგეგმება და აღნიშნა.