2026 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ქვეყანამ ტურიზმიდან 829.8 მლნ აშშ დოლარის  შემოსავალი მიიღო.

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების  და შესაბამისად, გლობალურ ტურისტულ ნაკადებზე უარყოფითი გავლენის მიუხედავად, იანვარ-მარტში საქართველომ ტურიზმიდან 0,5%-ით მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

განსაკუთრებით შთამბეჭდავია ზრდა ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიმართულებიდან - ამ ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების დანახარჯები 36.4%-ით გაიზარდა და 140.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი 17%-იანი წილით პირველ ადგილზეა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით.

თურქეთიდან შემოსული  ტურისტებიდან  მიღებული შემოსავალი I კვარტალში 120.1 მლნ. აშშ დოლამდე, 12.2%-ით არის  გაზრდილი, უკრაინიდან - 34.2%-ით, საუდის არაბეთიდან 47.6%-ით.

2025 წელს მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 6.0%-ით გაიზარდა და 4,690.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს