ესპანეთში, თითქმის 43 000 არალეგალმა მიგრანტმა შეიტანა განაცხადი სტატუსის დარეგულირებაზე ეროვნული საგანგებო პროგრამის ფარგლებში, რომელიც 16 აპრილს დაიწყო და რომლის მიზანია ბინადრობის ნებართვის არმქონე ადამიანების ჩრდილიდან გამოყვანა. განაცხადების მიღება 30 ივნისამდეა შესაძლებელი.

მთავრობის შეფასებით, ლეგალიზაციას შესაძლოა ნახევარ მილიონამდე მიგრანტი დაექვემდებაროს, ხოლო Funcas-ის ანალიტიკური ცენტრის შეფასებით, მათი რიცხვი 800 000-ს აჭარბებს.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ იმ უცხოელებს, რომლებიც ესპანეთში ცხოვრობენ მინიმუმ ხუთი თვის განმავლობაში და არ აქვთ ნასამართლეობა. მათ სთავაზობენ ერთწლიან, განახლებად ბინადრობის ნებართვას.

ვრცლად euronews – ზე