ფინეთში ყველაზე გრძელი და ყველაზე მაღალი ხიდი ახლახან ჰელსინკიში გაიხსნა, თუმცა მასზე მანქანებით გადაადგილება აკრძალულია.

კორკეასარისა და კრუნუვუორენრანტას დამაკავშირებელი კრუნუვუორენსილტას ხიდი 1191 მეტრის სიგრძისაა და განკუთვნილია მხოლოდ ფეხით მოსიარულეთათვის, ველოსიპედისტებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის.

ახალი ხიდის წყალობით, კრუნუვუორენრანტას ტერიტორია ქალაქის ცენტრიდან ახლა მხოლოდ 5.5 კილომეტრშია, ადრე კი ეს მანძილი 11 კილომეტრს შეადგენდა.

ვრცლად euronews – ზე