ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო'ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს კანონის აღსრულების ანგარიშვალდებულება უზრუნველყოს, „უცხოური გავლენის შესახებ“ შემზღუდველი კანონები გააუქმოს და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების მხარდაჭერა შეინარჩუნოს.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისი 14-15 აპრილს საქართველოში კომისარი მაიკლ ო'ფლაერტის ვიზიტის შემდეგ განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოში კომისრის ვიზიტი ფოკუსირებული იყო 2024 წელსა და 2025 წლის დასაწყისში საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევის გამო სახელმწიფო აგენტების მიმართ ანგარიშვალდებულების არარსებობის საკითხზე, გამოხატვის თავისუფლების, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლებების მზარდ შეზღუდვებზე, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლებებზე. კომისარი მადლობას უხდის საქართველოს ხელისუფლებას თანამშრომლობისთვის. ასევე, მიესალმება სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ჟურნალისტების სიმტკიცეს, რომლებიც მზარდ შემზღუდველ გარემოში მუშაობას აგრძელებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, საქართველოში ვიზიტისას ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ანგარიშვალდებულებისა და კანონის აღსრულების საკითხები განიხილა.

ვრცლად ინტერპრესნიუსზე