ნიდერლანდები Berkshire Hathaway Travel Protection(BHTP)-ის ყოველწლიურ რეიტინგში, რომელიც მოგზაურებისთვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს აქვეყნებს, მე-14–დან პირველ ადგილზე გადავიდა. ექსპერტები რეიტინგს 2016 წლიდან ადგენენ.

გამოკითხვაში გათვალისწინებული იყო ამერიკელი რესპონდენტების მოსაზრებები, ინფორმაცია პლატფორმიდან Geosure, გლობალური მშვიდობის ინდექსის და Numbeo-ს მონაცემები.

ევროპა ტრადიციულად დომინირებს სიაში, ამიტომ ნიდერლანდების ყოფნა შეიძლება გასაკვირი არ იყოს, მაგრამ ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ქვეყნის „გიგანტური ნახტომი“ გასულ წელთან შედარებით შთამბეჭდავია.

ავსტრალიამ რეიტინგში მეორე ადგილი შეინარჩუნა. Smart Move Australia-მ თავისი წარმატება მიაწერა „სტაბილურ პოლიტიკურ სისტემას, დანაშაულის დაბალ მაჩვენებელს, ბიოუსაფრთხოებისა და იარაღის კონტროლის მკაცრ კანონებს“.

ავსტრია მესამე ადგილზე გავიდა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ გლობალური მშვიდობის ინდექსის მიხედვით, ის პლანეტის მეოთხე ყველაზე მშვიდობიანი ქვეყანაა, ხოლო Numbeo-ს მიხედვით, ის 20 ყველაზე უსაფრთხო ქვეყანას შორისაა.

ვრცლად buyingbusinesstravel – ზე