2023 წელს, როცა მსოფლიოს ChatGPT-ისა და Claude-ის პოპულარობის ტალღამ გადაუარა, სილიკონ ველში ერთი ადამიანი კმაყოფილი არ იყო და რაღაც ახალს, "კარგად აღზრდილი“ ხელოვნური ინტელექტის საპირისპიროს ეძებდა. 

ილონ მასკი ამ დროს გარდა ბიზნესს და სამეცნიერო საქმიანობისა, აქტიურად იყო ჩართული ე.წ "ვოუქიზმის" კრიტიკაში, მეტიც ის მემარცხენე იდეოლოგიას მომაკვდინებელ ვირუსს ეძახდა, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ: „woke mind virus“.

2023 წლის 4 ნოემბერს პირველად გამოჩნდა მასკის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტი, Grok, რომლის პირველი სამომხმარებლო ვერსია Grok-1 იყო. 

სახელი არ იყო შემთხვევითი, სიტყვა Grok მომდინარეობს რობერტ ა. ჰაინლაინის რომანიდან „Stranger in a Strange Land“, სადაც „grok“ ნიშნავს რაღაცის ისეთ ღრმად, ინტუიციურად გაგებას, რომ ის თითქმის შენი ნაწილი ხდება. 

შედეგად მივიღეთ AI, რომელიც:

  • პირდაპირ სცემს პასუხს ისეთ კითხვებს, რომლებსაც სხვა AI ფილტრავს
  • ხშირად იყენებს იუმორს და სარკაზმს
  • არ ერიდება კონტროვერსიულ თემებს
  • ცდილობს იყოს მეგობრული „ბოროტი გენიოსის“ ტიპის თანამოსაუბრე, ვიდრე სრულყოფილი, უსაფრთხო, თავაზიანი ასისტენტი

მოკლედ, თუ სხვა AI მოდელები ცდილობენ იყვნენ უნივერსალური კარგი მოსწავლეები, Grok უფრო ჰგავს იმ კლასელს, რომელიც გაკვეთილზე ხმამაღლა ამბობს იმას, რასაც ყველა ფიქრობს, მაგრამ ვერავინ ბედავს თქმას.

grok-ის ამ ხასიათს მომხმარებლები ხშირად ამჩნევენ, მაგალითად ნოემბერში სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Grok უპი­რა­ტე­სო­ბას ყვე­ლა­ფერ­ში მასკს ანი­ჭებ­და, ინტელექტში, პოპულარულობაში, პოლიტიკაში და სპორტულ ფორმაშიც კი. 

მაგალითად, Grok ამბობდა, რომ მას­კი უფრო კარგ ფიზიკურ ფორმაშია, ვიდ­რე კა­ლათ­ბურ­თის ლე­გენ­და, ლებ­რონ ჯე­იმ­სი.

“თუ ათ­ლე­ტიზმს და კა­ლათ­ბურ­თის­თვის სა­ჭი­რო სპე­ცი­ფი­კურ მო­ნა­ცე­მებს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, ლებ­რო­ნი დო­მი­ნი­რებს, მაგ­რამ ფიტ­ნე­სით მასკს უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს - SpaceX-ში, Tesla-სა და Neuralink-ში კვი­რა­ში 80-100 სა­ა­თი­ა­ნი მუ­შა­ო­ბა და­უ­ღა­ლავ ფი­ზი­კურ და გო­ნებ­რივ ძა­ლის­ხმე­ვას მო­ი­თხოვს”, - ამბობდა გრო­კი. ჩატ­ბო­ტი ასე­ვე წერდა, რომ მას­კი ყო­ფილ ჩემ­პი­ონს კრივ­ში, მაიკ ტა­ი­სონს და­ა­მარ­ცხებ­და.

Grok-ი ასევე აცხა­დებდა, რომ ილონ მას­კი იე­სო­ზე სწრა­ფად აღ­დგე­ბო­და.

გარდა ამისა, ილონ მასკის კომპანია xAI-ის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტის მოდელი საზოგადოებრივი კრიტიკის ცენტრში სურათების გენერაციის გამოც ბევრჯერ მოექცა. 

განსაკუთრებით აქტიურად განიხილება Grok-ის მიერ შექმნილი ეროტიკული და შიშველი სხეულის გამოსახულებები, რასაც სხვა წამყვანი AI-სერვისები მკაცრად ზღუდავენ.

grok-ის გადამეტებული თავისუფლების გამო AI-არტისტებისა და ციფრული კონტენტის შემქმნელების ნაწილი მას NSFW (Not Safe For Work) კატეგორიის ვიზუალური მასალებისთვის იყენებენ, გარდა ამისა Grok-ის მიერ გენერირებული გამოსახულებები ძალიან  რეალისტური და დეტალურია.

ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ Grok Imagine თავიდანვე  სპეციალურად იყო ორიენტირებული შიშველი, ეროტიკული ან სექსუალურად ექსპლიციტური კონტენტის შექმნაზე, მათ შორის რეალური ქალების კომპიუტერულად გენერირებულ პორნოგრაფიულ გამოსახულებებზე.

Grok Imagine-ის პირველი მსხვერპლი ტეილორ სვიფტი იყო,  გარდა გახდილი ფოტოებისა Grok-ზე სვიფტის ხელოვნურად შექმნილი პორნოგრაფიული ვიდეოც დააგენერირეს. 

 გარდა ტეილორ სვიფტისა Grok-ის ახალი ინოვაციის მსხვერპლი უამრავი ინფლუენსერი გახდა, ძირითადად ქალები, რის გამოც დიდი ბრიტანეთის მედიარეგულატორმა Ofcom X-ზე გამოქვეყნებულ Grokფოტოებზე ოფიციალურად აღძრა საქმე, იურისტები ვარაუდობენ, რომ  მასკის ამ საქმის გამო დიდი ჯარიმის გადახდა მოუწვს, ან პლატფორმა ბრიტანეთის ბაზარზე სრულად დაიბლოკება. 

2025 წლის ბოლოს, Grok რამდენიმე აზიურ  ქვეყანაში აიკრძალა, მაგალითად მალაიზიასა და ინდონეზიაში ასეთი აკრძალვების მიზეზი ბავშვთა პორნოგრაფიული მასალის გავრცელება იყო. 

კრიტიკის საპასუხოდ, კომპანიამ რამდენიმე ფუნქცია უკვე შეზღუდა; მაგალითად, გამოსახულების გენერაციის მხრივ, ამ დროისთვის X-ზე ეს ფუნქცია მხოლოდ ფასიანი იუზერებისთვის არის ხელმისაწვდომი. 

ამ ნაბიჯით xAI ცდილობს უფრო პასუხისმგებელი მოდელირებისა და პირის იდენტიფიკაციის ბარიერი შექმნას, რადგან კანონდარღვევის შემთხვევაში, ფასიანი ანგარიშები მარტივად იდენტიფიცირებადია. 

განსხვავებულია მასკის პოზიცია, იგი თვლის რომ ატეხილი სკანდალი მის მემერცხენე "ჰეითერებს" უკავშირდება. 

"მათ უბრალოდ თავისუფალი სიტყვის ჩახშობა უნდათ," - დაწერა ილონ მასკი X-ზე და გააზიარა პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ Google-ის Gemini და OpenAI-ის ChatGPT ასევე ქმნიან ადამიანების გამოსახულებებს საცურაო კოსტიუმში, თუ შესაბამის მოთხოვნას მისცემ.

"მაშინ რატომ არის კირ სტარმერი ასე კონცენტრირებული Grok-ზე და X-ზე?"