პლანეტის უდიდესი აისბერგი, A23a შესაძლოა, რამდენიმე დღეში ან კვირაში მთლიანად დაიშალოს. მეცნიერები მის სტრუქტურაში სწრაფ ცვლილებებს დნობისა და ზედაპირზე წყლის დაგროვების გამო აფიქსირებენ.

ამის შესახებ აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის (NASA) ოფიციალურ ვებგვრდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში წერია.

„მეცნიერების განცხადებით, ეს ნიშნები მიუთითებს იმაზე, რომ აისბერგი შესაძლოა, სულ რაღაც რამდენიმე დღეში ან კვირაში მთლიანად დაიშალოს. მეცნიერები, რომლებიც ამ აისბერგს მთელი კარიერის განმავლობაში აკვირდებოდნენ, მის გარდაუვალ დაღუპვას მწარე მომენტად აღიქვამენ,“ - წერია პუბლიკაციაში.

2025 წლის დეკემბერში არქტიკა-ანტარქტიდის სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა დაადგინა, რომ A23a-მ თავისი თავდაპირველი ფართობის 67% დაკარგა, რითიც უდიდესი აისბერგის სტატუსი D15a-ს დაუთმო.

A23a-ს ზედაპირზე დნობის წყლის დიდ გუბეებს NASA-ს თანამგზავრული სურათები აჩვენებს, რის გამოც ყინული, თითქმის, ლურჯი ფერის გახდა. აისბერგი ამჟამად სამხრეთ ატლანტიკაში, სამხრეთ ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთით ტრიალებს.

www.bpn.ge