ერთ-ერთი ტრადიციული პორტუგალიური დესერტი, პაშტელ დე ნატა, მსოფლიოში საუკეთესო ტკბილ საკონდიტრო ნაწარმად დასახელდა საერთაშორისო გასტრონომიული გზამკვლევის Taste Atlas-ის რეიტინგის მიხედვით. ყოველწლიურად, მისი სპეციალისტები აგროვებენ გამოხმაურებებს ყველა კონტინენტიდან 10 000-ზე მეტი ტურისტისგან – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
პასტელ დი ნატა არის ჭიქის ფორმის ნამცხვარი, რომელიც მზადდება ფენოვანი ცომისგან და ავსებულია რძის, კვერცხის, შაქრის, ლიმონისა და დარიჩინით შევსებული მოხარშული კრემით. დესერტის პირველი რეცეპტი 1837 წლით თარიღდება, როდესაც ის ლისაბონის ერთ-ერთი მონასტრის მონაზვნებმა მოამზადეს.
2000-იანი წლების დასაწყისში პასტელ დი ნატამ დაიწყო მსოფლიოს დაპყრობა ჩინეთიდან აშშ-მდე. მხოლოდ ერთი მცირე კომპანია „Nata Pura “ თვეში დაახლოებით 500 000 ნამცხვარს ყიდის თავის 5000 მაღაზიაში ევროპას, აზიასა და აშშ-ში.