პლატინის ფასები ხუთშაბათს გაიზარდა და მრავალწლიანი მაქსიმუმი განაახლა აშშ-ში მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების მოლოდინებისა და ძვირფასი ლითონის დეფიციტის შიშის ფონზე.
პლატინის ფიუჩერსები ვაჭრობის დროს 2%-ით გაიზარდა და ტროას უნციაზე 1978 აშშ დოლარს მიაღწია. Trading Economics-ის მონაცემებით, ეს 2008 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. წლის დასაწყისიდან ძვირფასი ლითონის ფასი 2.2-ჯერ გაიზარდა.
პალადიუმის ფასი 3.3%-ით გაიზარდა და უნციაზე 1,777 დოლარი შეადგინა, რაც სამწლიანი მაქსიმუმია.