ხუთშაბათს ნავთობის ფასები ზრდასა და შემცირებას შორის მერყეობენ, რადგან ტრეიდერები ვაშინგტონის მიერ რუსეთის ენერგეტიკული სექტორისთვის ახალი სანქციების დაწესების ალბათობას, ასევე ვენესუელასთან დაკავშირებულ რისკებს აფასებდნენ.

ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის ნავთობის თებერვლის ფიუჩერსები 0.02 დოლარით (0.03%-ით) დაეცა და ბარელზე 59.66 დოლარი შეადგინა.

NYMEX ბირჟაზე WTI-ის იანვრის ფიუჩერსები 0.04 დოლარით (0.07%-ით) გაიზარდა და ბარელზე 55.98 დოლარი შეადგინა.

ვრცლად interfax – ზე