ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუპორტში გაიმართა „დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონის, როჯერ ფედერერის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონია.
8 აგვისტოს ფედერერი 45 წლის გახდა. მან კარიერა 2022 წლის სექტემბერში დაასრულა. გამოსათხოვარი მატჩი შვეიცარიელმა ლეივერის თასზე ჩაატარა, როცა წყვილებში ითამაშა ესპანელ რაფაელ ნადალთან ერთად.
აშშ-ის ღია პირველობის რანგში ფედერერმა ამ დღეებში ორი საჩვენებელი მატჩი ჩაატარა. ჯერ ერთი სეტი მოუგო ენდი როდიკს – 6:3, შემდეგ კი ჯონ მაკინროისთან წყვილში დაამარცხა ანდრე აგასისა და როდიკის დუეტი – 7:5.