ტურისტული კომპანია Abercrombie & Kent მოგზაურებს მსოფლიოს გარშემო ტურს სთავაზობს - „შვიდი კონტინენტი კერძო თვითმფრინავით: ერთი არაჩვეულებრივი სამყარო“. 

მოგზაურობა, რომელიც 2028 წლის 3-დან 30 იანვრამდე გაგრძელდება, ორადგილიან ნომერში ერთ ადამიანზე 225 000 აშშ დოლარი დაჯდება. ლაინერი 50 მგზავრის განთავსებას შეძლებს. მარშრუტი ამერიკიდან ევროპისკენ გადის და გაჩერებები ხდება ისეთ მნიშვნელოვან წერტილებში, როგორიცაა იგუასუს ჩანჩქერი (სამხრეთ ამერიკა), ანტარქტიდა, აღდგომის კუნძული, ოკლენდი (ახალი ზელანდია), ულურუ (ავსტრალია), ჰანოი და ჰალონგის ყურე (ვიეტნამი), ლუანგ პრაბანგი (ლაოსი), მალდივის კუნძულები და ეგვიპტე.

ვრცლად buyingbusinesstravel – ზე