აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები 19 ივნისს შვეიცარიაში გაიმართება, - ინფორმაციას Reuters-ი შვეიცარიის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, მხარეებს შორის მოლაპარაკებების დაწყება პარასკევს, შვეიცარიის კურორტ ბიურგენშტოკშია დაგეგმილი.
„არსებული გეგმის თანახმად, აშშ და ირანი, ასევე შუამავლები პაკისტანიდან, კატარიდან და სხვა მონაწილე ქვეყნებიდან, ხვალ ბიურგენშტოკში შეხვდებიან შეთანხმების განხორციელების შესახებ წინასწარი მოლაპარაკებებისთვის“, - ნათქვამია შვეიცარიის საგარეო უწყების განცხადებაში.
შვეიცარიის საგარეო უწყების ცნობით, დაგეგმილი შეხვედრის განრიგისა და დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.