სადაზღვევო სააგენტო William Russell-მა გამოაქვეყნა ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყნებისა და ქალაქების რეიტინგი, რომლებიც ყველაზე კომფორტულია გადაადგილებისთვის 2026 წელს.
ექსპერტებმა გააანალიზეს, თუ როგორ ეპყრობიან ექსპატებს სხვადასხვა ადგილას, დასაქმებული უცხოელების რაოდენობა, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის დონე და სავიზო რეჟიმების ღიაობა.
კვლევა ეფუძნება InterNation-ის Expat Insider-ის კვლევის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკის, გლობალური მშვიდობის ინდექსისა და Henley Global-ის მონაცემებს.
ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა ისლანდია. ქვეყანამ პირველი ადგილი დასაქმების შესაძლებლობების, მარტივი ბიუროკრატიული პროცესებისა და სოციალური ნდობის მაღალი დონის წყალობით დაიმსახურა.
William Russell-ის მიხედვით, ემიგრანტებისთვის საუკეთესო 10 ქვეყანა:
1 / ისლანდია
2 / ლუქსემბურგი
3 / ახალი ზელანდია
4 / ავსტრალია
5 / შვეიცარია
6 / ირლანდია
7 / კოლუმბია
8 / ჩეხეთი
9 / პორტუგალია
10 / ავსტრია
სადაზღვევო სააგენტომ ასევე შეადგინა იმ ქალაქების სია, სადაც უცხოელებისთვის დასახლება ყველაზე ადვილია. კვლევის ამ ნაწილისთვის კომპანიამ გამოიყენა Happy City Index-ისა და Numbeo-ს მონაცემები, მოსახლეობის ბედნიერებასთან, უსაფრთხოებასთან და საერთო კეთილგანწყობასთან დაკავშირებული ფაქტორების გათვალისწინებით.
William Russell-ის მიხედვით, ემიგრანტებისთვის საუკეთესო 10 ქალაქი:
1 / ციურიხი
2 / სინგაპური
3 / ტოკიო
4 / კოპენჰაგენი
5 / მიუნხენი
6 / პრაღა
7 / დუბაი
8 / ვარშავა
9 / სეული
10. ჰონგ-კონგი