რუსეთის ფედერალურმა საჰაერო ტრანსპორტის სააგენტომ (როსავიაცია) თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნით ცენტრალური რუსეთის რამდენიმე რეგიონში 5.2 კმ-ს სიმაღლეზე მსუბუქი და ზემსუბუქი თვითმფრინავების, ასევე სამოქალაქო უპილოტო საფრენი აპარატების ფრენა აკრძალა.

როსავიაციის განცხადებით, შეზღუდვა 20 ივნისიდან ამოქმედდება მოსკოვში და მოსკოვის ოლქის დიდ ნაწილში, ასევე, ნაწილობრივ, რიაზანის, ტულის, კალუგის, ტვერის, იაროსლავლისა და ვლადიმირის ოლქებში.

მსგავსი ზომები როსავიაციამ „ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფით“ ახსნა.

შეზღუდვები არ ეხება რეგულარულ და ჩარტერულ ფრენებს.