ბუნებრივი კაუჩუკის წარმოება, სავარაუდოდ, 2025 წელს, მეხუთე წელი ზედიზედ მოთხოვნაზე დაბალი იქნება. ბუნებრივი კაუჩუკის მწარმოებელი ქვეყნების ასოციაციის (ANRPC) მონაცემებით, გლობალური წარმოება სავარაუდოდ გაიზრდება 0,3%-ით 2025 წელს. თუმცა, როგორც მოსალოდნელია, რომ გლობალური მოთხოვნა მნიშვნელოვნად გადააჭარბებს ამ მაჩვენებელს, – 1,8%-ით.

კაუჩუკი ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა პროდუქტებში, როგორიცაა საავტომობილო ნაწილები, სამრეწველო საქონელი, ფეხსაცმელი, კონვეიერის ლენტები, სამედიცინო აღჭურვილობა, იატაკი და ა.შ.

ეს მასალა ფასდება, პირველ რიგში, მისი გამძლეობის, ელასტიურობის, წყალგამძლეობისა და მოვლის სიმარტივის გამო.

Grand View Research-ის ანგარიშის თანახმად, 2030 წლისთვის რეზინის გლობალური ბაზარი დაახლოებით 65,7 მილიარდი დოლარი (60,3 მილიარდი ევრო) იქნება.

ევრონიუსი