UBS Group AG-მა გაზარდა ბონუსების ფონდი 2024 წლის შედეგებით, ამასთან, შვეიცარიული ბანკის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა სერჯიო ერმოტიმ მაქსიმალური შესაძლო კომპენსაცია არ მიიღო.
საერთო ჯამში, ბანკმა შარშან პრემიების გადასახდელად 4,7 მილიარდი დოლარი გამოყო, წინა წლის 4,5 მილიარდი დოლართან შედარებით.
ერმოტიმ სულ გამოიმუშავა თითქმის 15 მილიონი შვეიცარული ფრანკი (17 მილიონი დოლარი). გასულ წელს მუშაობის ცხრა თვის განმავლობაში მან 14,4 მილიონი ფრანკი მიიღო.