პლატფორმა "საზრისი", სადაც მოსწავლეები გამოცდებისთვის დისტანციურად მომზადებას შეძლებენ 2026 წელს გამოჩნდება, - ამის შესახებ სტარტაპის დამფუძნებელმა გიორგი გობაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე შეფასებით, მომავალში რეპეტიტორების კულტურა ჩანაცვლდება, რაც ქართველი ახალგაზრდებისთვის ბევრად უკეთესი და კარგი შედეგის მქონე იქნება

"საზრისი" არის ონლაინ პლატფორმა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ სასკოლო გამოცდებისთვის დისტანციურად, მარტივად და ეფექტურად მოემზადონ. თავდაპირველად საგნების შეზღუდული რაოდენობა გვაქვს, თუმცა პროექტის განვითარებასთან ერთად საგნების ჩამონათვალიც გაიზრდება. პროცესი სრულიად ინდივიდუალურია. მოსწავლეები წერენ ტესტებს და დაშვებული შეცდომების მიხედვით მათ კონკრეტული სასწავლო გეგმა უგენერირდებათ. ვიდეო გაკვეთილებს შესაბამისი საგნის პროფესიონალები ჩაწერენ მათ შორის, მასწავლებლები და ლექტორები. დაწერილი ტესტების შესწორება ჩვენს მიერ დაწერილი ალგორითმის მიხედვით სრულიად ავტომატურად მოხდება.

აღნიშნული პროექტი 2026 წლის აბიტურიენტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება. ბუნებრივია, პლატფორმით სარგებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოსწავლეს შეეძლება, თუმცა თავდაპირველად იმ მოსწავლეებზე გაკეთდება აქცენტი, რომლებსაც აქვთ მის რესურსი და შესაძლებლობა, რომ თავის თავთან დამოუკიდებლად იმუშაონ და გამოწვევებს მარტო გაუმკლავდნენ.

რამდენიმე სკოლასთან გვქონდა კომუნიკაცია, დაახლოებით, 300-მდე მოსწავლე გამოვკითხეთ და დაინტერესება ნამდვილად არის. რეპეტიტორების კულტურა მხოლოდ საქართველოშია და დასავლეთის ქვეყნებში წარმოდგენაც კი არ აქვთ, რომ რეპეტიტორთან შეუძლიათ იარონ. ალბათ, როგორც სხვა ქვეყნებში დროთა განმავლობაში მოგვიწევს, რომ საკუთარ თავზე დაყრდნობილ სწავლის რეჟიმს შევეჩვევით. ვიმედოვნებ, რომ რეპეტიტორების კულტურა ჩანაცვლდება, რაც ქართველი ახალგაზრდებისთვის ბევრად უკეთესი და კარგი შედეგის მქონე იქნება", - აცხადებს გიორგი გობაძე.

ცნობისთვის, სტარტაპი GITA-ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულია.

bp.ge