„ლიონის“ ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის 26-ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და, შესაბამისად, ტურის სიმბოლურ თერთმეტეულში მოხვდა.

„ლიონის“ 24 წლის ქართველი თავდამსხმელი „ლე ავრთან“ შეხვედრაში მოედანზე მხოლოდ 77-ე წუთზე შევიდა, როდესაც მისი გუნდი 1:2-ს აგებდა. თუმცა დარჩენილ მცირე დროში თამაში შემოატრიალა.

გიორგი მიქაუტაძემ ამ მცირე დროში ანგარიშზე 1 გოლი და 2 ასისტი ჩაიწერა: შესვლიდან ორ წუთში მალიკ ფოფანას გაატანინა, 6 წუთში თავად გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი მისი გადაცემით ტიაგო ალმადამ (90+7) დააფიქსირა და „ლიონს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

ანალიტიკურმა პორტალმა Sofascore-მა მიქაუტაძეს 9,4 ქულა დაუწერა, რაც ტურში საუკეთესო შეფასება აღმოჩნდა, შესაბამისად, ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა და სიმბოლურ თერთმეტეულშიც დაასახელეს.

პირველი არხი