პოლონეთის პრეზიდენტი, კაროლ ნავროცკი გამოდის ინიციატივით, რომ რუსეთის ფედერაციიდან მომავალი მზარდი საფრთხეებისაგან თავის დასაცავად ქვეყანამ ბირთვული იარაღის შექმნაზე დაიწყოს მუშაობა.
ნავროცკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთი ამჟამად ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ხელმომწერ სახელმწიფოთა შორისაა და ოფიციალურად არ აქვს მსგავსი იარაღის ქონის უფლება. თუმცა მან თქვა, რომ ვარშავამ თუ იარაღის შექმნაზე მუშაობა არა, მისი შექმნისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის აგებისა და შესაბამისი მასალების მომარაგებისთვის უნდა დაიწყოს მზადება, რათა მტერმა იცოდეს, რომ თუ ქვეყანას საფრთხე დაემუქრება, პოლონეთის ხელთ გამანადგურებელი იარაღი იქნება.