აქტივების მიხედვით აშშ-ში სიდიდით მეორე ბანკმა, Bank of America Corp. –მა(BofA), 2026 წლის პირველ კვარტალში წმინდა მოგება 17%-ით, ხოლო შემოსავალი 7%-ით გაზარდა.
იანვარ-მარტში ბანკის წმინდა მოგებამ 8.58 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 7.36 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. ერთ აქციაზე მოგება 0.89 აშშ დოლარიდან 1.11 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
BofA-ს კვარტალური შემოსავალი 30.27 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა წინა წლის 28.25 მილიარდ დოლართან შედარებით.