Planet Hollywood Resorts International საქართველოს დედაქალაქში დებიუტისთვის ემზადება დიდი ინტეგრირებული საკურორტო კომპლექსით. მისი კონცეფციის საფუძველია – კინემატოგრაფიული ესთეტიკის, ცხოვრების წესის და შთამბეჭდავი გამოცდილების საფირმო კომბინაცია. პროექტი Orbi Group-თან, Block Group-თან და Iconic Entertainment-თან ერთობლივად ხორციელდება.
კომპლექსი, რომელიც თბილისის ცენტრში შენდება, ორი კოშკისგან შემდგარი მრავალფუნქციური კლასტერის ნაწილი იქნება. მასში შევა სასტუმროები Planet Hollywood (500 ნომერი) და Radisson Blu (600 ნომერი). კურორტი ასევე მოიცავს 4,600 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობზე განლაგებულ კაზინოს, 4,000 ადგილიან საკონცერტო დარბაზს, Harvey Nichols–ის 6,500 კვადრატულ მეტრზე მეტ სავაჭრო სივრცეს, რესტორნებს, ღამის კლუბებს და სხვა გასართობ ობიექტებს.
პროექტი, სავარაუდოდ, 2000-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის და ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ ღირსშესანიშნაობად იქცევა.
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე