ფრანგმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ინოვაციური ჰიდროგელი, რომელიც კრიტიკული დამწვრობის მქონე ადამიანებს გადარჩენის შანსს აძლევს – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
საუბარია პაციენტებზე, რომელთა სხეულის ზედაპირის 85%-მდე დაზიანებულია. ბოლო დრომდე ასეთი შემთხვევები თითქმის ყოველთვის ფატალური იყო.
გელი შეიცავს ზღვის ანელიდური ჭიის Arenicola marina-ს სისხლის მოლეკულებს, რომელიც ატლანტის ოკეანისა და ლა-მანშის სანაპიროებზე ბინადრობს. დაბალი მოქცევის დროს, ამ ორგანიზმს შეუძლია საათობით დარჩეს წყალქვეშ სუნთქვის გარეშე. გადარჩენის საშუალებას მას აძლევს განსაკუთრებული ჰემოგლობინი, რომელსაც შეუძლია ჟანგბადის დაგროვება და შენარჩუნება.
სწორედ ჟანგბადი – დამწვრობის სამკურნალო ძირითადი რესურსია. მის გარეშე უჯრედები ვერ აღდგება და ქსოვილები იწყებენ დაშლას.