უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა საფრანგეთში, „დიდი შვიდეულის“ მინისტერიალის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა.

სიბიგა სოციალურ ქსელში წერს, რომ შეხვედრაზე უკრაინაში მშვიდობის დამყარების ძალისხმევა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.

“აშშ-ის როლი სამშვიდობო ძალისხმევის წინსვლაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. უკრაინის წინადადებები რეალისტური და განხორციელებადია. რუსეთზე ზეწოლა არის გასაღები იმისთვის, რომ მოსკოვს ომის დასრულება ვაიძულოთ. ასევე ვისაუბრეთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე. უკრაინის პოზიციაა, რომ მოსკოვისა და თეირანის რეჟიმები ერთად მუშაობენ ომის გახანგრძლივებისთვის და ორივე მათგანზე კონსოლიდირებულო ზეწოლა უნდა განხორციელდეს”, - აცხადებს სიბიგა.

მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად უნდა დარჩეს.

წყარო: ipn.ge