ფრანგული კომპანია Pernod Ricard უალკოჰოლო აპერიტივების ბაზარზე შედის და Ramazzotti Aperitivo Arancia-ს წარმოებას იწყებს. ამის შესახებ Just Drinks წერს.
სასმელი არის უალკოჰოლო ალტერნატივა ამაროს ბრენდისთვის Ramazzotti-ს ბრენდის ქვეშ. ის აპრილიდან გერმანიისა და ავსტრიის მაღაზიებსა და რესტორნებში გამოჩნდება. 700 მლ ბოთლის საცალო ფასი იქნება 13,99 ევრო.