ოლიმპიური თამაშების საკუთარი თვალით ნახვის მსურველი დაახლოებით 11,2 მილიონი ადამიანი ეწვია საფრანგეთის დედაქალაქს ბოლო სამი კვირის განმავლობაში – ამის შესახებ იტყობინება Le Figaro ოლიმპიადის ორგანიზატორებზე დაყრდნობით.

პარიზის ტურისტული საინფორმაციო ცენტრის თანახმად, საფრანგეთის დედაქალაქში ვიზიტორების 85% ფრანგია, 15% უცხოელი, რომელთა უმეტესობა ამერიკელები, გერმანელები და ბრიტანელები იყვნენ.

ოლიმპიადის პერიოდში, პარიზში სასტუმროების დატვირთულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით გაიზარდა და 84% შეადგინა.

წყარო: interfax