ოთხშაბათს ოქროს ფასი ეცემა ნავთობის ფასების ზრდის ფონზე, რამაც აშშ-ში ინფლაციის ზრდისა და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შიში გააძლიერა. 

Comex-ზე ოქროს ფიუჩერსები დეკემბრის მიწოდებისთვის 0.9%-ით დაეცა და უნციაზე 4,356.60 აშშ დოლარი შეადგინა რაც 6 აგვისტოს შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

„მიმდინარე გეოპოლიტიკური გაურკვევლობა ნავთობის ფასებს ზრდის, ინფლაციის რისკებს და ფედერალურ სარეზერვო სისტემაზე საპროცენტო განაკვეთების გაზრდის ზეწოლას ახდენს, რაც დოლარის გამყარებას და ოქროსთვის არსებულ პრობლემებს ამძაფრებს“, - განაცხადა Tradu.com-ის(ეკუთვნის Jefferies–ს) წარმომადგენელმა ნიკოს ცაბურასმა.

ვრცლად interfax – ზე