ნიუ-იორკში Bank of America–ს ვიცე-პრეზიდენტი ერინ პიაჩენტი დაიღუპა. Bloomberg-ი წერს, რომ ის, სავარაუდოდ, შემთხვევითი თავდასხმის მსხვერპლი გახდა.

ორი დანით შეიარაღებულმა 49 წლის პამელა სისნეროსმა ჯერ 68 წლის ტურისტი დაჭრა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაახლოებით 20 წამის შემდეგ ის ერინ პიაჩენტის დაესხა თავს.

პოლიცია ცდილობდა სისნეროსის დარწმუნებას, რომ იარაღი დაეგდო, მაგრამ მან უარი თქვა. პოლიციის კომისარმა ჯესიკა ტიშმა განაცხადა, რომ როდესაც თავდამსხმელი ოფიცრებისკენ დაიძრა, მათ ელექტროშოკური იარაღი გამოიყენეს, თუმცა ამან ის ვერ შეაჩერა. ორმა ოფიცერმა ცეცხლი გაუხსნა სისნეროსს, რის შედეგადაც იგი დაჭრა; ის მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

2018 და 2019 წლებში ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტმა პამელა სისნეროსის ფსიქიკურ დაავადებასთან დაკავშირებული ორი საქმე დააფიქსირა.

ვრცლად snob.ru – ზე