ოქრომ პირველად გადაასწრო აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებს გლობალურ ოფიციალურ რეზერვებში და გახდა ცენტრალური ბანკების უდიდესი სარეზერვო აქტივი, – ამის შესახებ ნათქვამია ევროპის ცენტრალური ბანკის ანგარიშში ევროს საერთაშორისო როლის შესახებ.
ევროპის ცენტრალური ბანკის შეფასებით, 2025 წლის ბოლოს ოქროზე ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების 27% მოდიოდა. შედარებისთვის, აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების წილი 22% იყო, ხოლო ევროს - 15%. ერთი წლით ადრე, ოქრო გლობალური რეზერვები მხოლოდ 20%-ს შეადგენდა.
ევროპის ცენტრალური ბანკი ოქროს მზარდ როლს ორი ფაქტორის კომბინაციით ხსნის: ცენტრალური ბანკების მიერ აქტიური შესყიდვები და ძვირფასი ლითონის ღირებულების მკვეთრი ზრდა. 2024 წელს ოქროს ფასი გაიზარდა დაახლოებით 30%-ით, ხოლო 2025 წელს კიდევ 60%-ით.