კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის, ამივანტამაბის, კლინიკური კვლევა 11 ქვეყანაში ჩატარდა. The Guardian-ის ცნობით, პრეპარატმა 15 პაციენტის სიმსივნე მთლიანად გაანადგურა.

ვაქცინა თავისა და კისრის კიბოთი დაავადებულ 102 პაციენტს გაუკეთეს, რომელთა დაავადებები სხვა მკურნალობაზე არ რეაგირებდა. სიმსივნეები გაქრა ან შემცირდა 43 პაციენტში, მათ შორის 28 მნიშვნელოვნად შემცირდა. სიმსივნეები მთლიანად გაქრა 15 სუბიექტში. პრეპარატმა მსგავსი შედეგები აჩვენა ფილტვის კიბოს მქონე ადამიანებში.

ლონდონის კიბოს კვლევის ინსტიტუტის (ICR) პროფესორმა კევინ ჰარინგტონმა განაცხადა, რომ ეს იყო „უპრეცედენტოდ ძლიერი რეაქცია“ იმ პაციენტებში, რომელთა დაავადებაც რეზისტენტული გახდა ქიმიოთერაპიისა და იმუნოთერაპიის მიმართ.

„ამ მკურნალობას აქვს პოტენციალი, ყოველწლიურად ათასობით პაციენტს მოუტანოს სარგებელი“, - დასძინა მან.