Tesla-მ ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ელექტრომობილების ბაზრის ლიდერის სტატუსი დაიბრუნა.

2026 წლის პირველ კვარტალში Tesla-მ ყველაზე მეტი ელექტრომობილი გაყიდვა მოახერხა. კომპანიის გაყიდვები 6%-ით გაიზარდა და ბაზრის 13% დაიკავა. 

15 თვის განმავლობაში (2024 წლის მეოთხე კვარტალიდან 2025 წლის მეოთხე კვარტლამდე) Tesla გლობალურ გაყიდვებში მეორე ადგილს იკავებდა, ჩინური კომპანია BYD-ის შემდეგ.

Geely Holding Group-ი კი კვლავ მესამე პოზიციაზეა.

საერთო ჯამში, 2026 წლის პირველ კვარტალში ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები 5%-ით გაიზარდა, 2025 წლის პირველ კვარტალთან შედარებით.