ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ ლიგა 2-ის მოგების ფავორიტად ითვლებოდა. თუმცა გუნდმა ვერ შეძლო ლიგა 1-ში დაწინაურება. შესაბამისად, გუნდი მასშტაბური რეფორმისთვის ემზადება – ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა peuple-vert-ი ავრცელებს.
„ნიცასთან“ 1:4 მარცხის მომდევნო საღამოს „სენტ-ეტიენის“ პრეზიდენტმა, ივან გაზიდისმა მნიშვნელოვანი ცვლილებები პირადად დააანონსა.
მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშეთა რაოდენობა 42-ია, კონტრაქტების ვადის გასვლამ ეს რიცხვი ივლისის დასაწყისისთვის 34-მდე უნდა შეამციროს.
თუმცა ზურიკო დავითაშვილი იმ მოთამაშეების სიაშია, რომლის დატოვებაც გუნდს სურს. ამიტომ „სენტ-ეტიენის“ ხელმძღვანელობამ, შესაძლოა, მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები ამ ზაფხულს დაიწყოს“, – წერს ფრანგული გამოცემა.