საავტომობილო კონცერნმა Stellantis-მა, რომელიც ფლობს Peugeot-ის, Fiat-ის და Jeep-ის ბრენდებს, სამშაბათს განაცხადა, რომ აღმოსავლეთ საფრანგეთში, მიულუზში მდებარე ქარხანაში 1 მილიარდ ევროს ჩადებს ელექტრო ან ჰიბრიდული ძრავის მქონე Peugeot-ის სამი ახალი მოდელის შემუშავების და წარმოებისთვის, რომელთა გამოშვება 2029 წელს არის დაგეგმილი.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ევროპელი ავტომწარმოებლები ჩინეთში სუსტ მოთხოვნას, გლობალურ კონკურენციას და ტარიფების ზრდას აწყდებიან. ამავდროულად, ჩინური ბრენდები, როგორიცაა BYD, MG Motor და Chery, აძლიერებენ თავიანთ პოზიციებს ევროპის მზარდ ელექტრომობილების ბაზარზე, რაც ავტომწარმოებლებს აიძულებს, დიდი ინვესტიციები ჩადონ ახალ ტექნოლოგიებსა და უფრო ხელმისაწვდომ მოდელებში.

ეს განცხადება Stellantis-ის უფრო ფართო, 60 მილიარდი ევროს ოდენობის სტრატეგიაში ჯდება, რომელიც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მოგებიანობის აღდგენას ისახავს მიზნად.

ვრცლად euronews – ზე