ChatGPT-ის დეველოპერმა, სემ ალტმანის OpenAI-მ, კონფიდენციალურად შეიტანა განაცხადი აშშ-ში აქციების პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) შესახებ, – ამის შესახებ კომპანიის ვებსაიტზეა ნათქვამი.
OpenAI-მ შეთავაზების ზომა ან პირობები არ გაამჟღავნა და განაცხადა, რომ ლისტინგის დრო ჯერ არ არის განსაზღვრული.
Reuters-მა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხელოვნური ინტელექტის გიგანტი გეგმავს, რომ საფონდო ბირჟაზე შესვლისას 1 ტრილიონი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაციას მიაღწიოს, რაც შესაძლოა სექტემბერშიც კი მოხდეს.