ალისონ ბეკერი მომავალ სეზონშიც „ლივერპულის“ პირველი მეკარე იქნება. Daily Mirror-ის ჟურნალისტის, ალან ნიქსონის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს ნიშნავს, რომ „ლივერპულის“ ხელმძღვანელობა გიორგი მამარდაშვილის იჯარით გაშვებას განიხილავს.

„„ლივერპული“ გიორგი მამარდაშვილის იჯარით გაშვებას აპირებს, რადგან ალისონ ბეკერი ​მომავალ სეზონშიც პირველი მეკარე იქნება. საუბარი იყო ბრაზილიელის „იუვენტუსში“ გადასვლაზე, მაგრამ მერსისაიდელებმა ტურინელების შეთავაზება უარყვეს და ბრაზილიის ნაკრების მეკარემაც ინგლისში დარჩენა გადაწყვიტა.

25 წლის მამარდაშვილი „ლივერპულმა“ 30 მილიონ ევროდ შეიძინა, მაგრამ ბევრი სათამაშო დრო აქ ჰქონია – ქართველმა გასულ სეზონში 20 მატჩი ჩაატარა, სავარაუდოდ, ახალ სეზონში მას იჯარით გაუშვებენ“, – წერს ალან ნიქსონი.

პირველი არხი