მსოფლიო სასაქონლო ბირჟებზე ოქროს ფასი თითქმის უცვლელ დონეზე ნარჩუნდება. თბილისის დროით 12:30 საათის მონაცემებით, ერთი უნცია ოქრო 4 090 დოლარად ივაჭრება, რაც დღის განმავლობაში 0.07%-იან კლებას ნიშნავს.
ვერცხლის შემთხვევაში, ერთი უნციის ფასი 59 დოლარს შეადგენს. ბოლო 24 საათში ძვირფასი ლითონის ღირებულება 0.45%-ით შემცირდა.
საქართველოში კი 999 სინჯის ოქროს ერთი გრამის ფასი 353 ლარია, 750 სინჯის ოქრო 265 ლარი ღირს, ხოლო 585 სინჯის — 207 ლარი.
ვერცხლის ადგილობრივ ბაზარზე 999 სინჯის ერთი გრამის ღირებულება 5.09 ლარს შეადგენს, 875 სინჯის ვერცხლის ფასი კი 4.44 ლარია.