ომის დასრულების გეგმის ნაწილი 2027 წელს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაა, თუმცა ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ამას ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა.
ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა ღიად დაიწყეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლო გამარტივებული პროცედურის განხილვა, როგორც სამშვიდობო გეგმის ნაწილი, თუმცა ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ამას ეწინააღმდეგება.
ვუჩიჩის თქმით, ომის დასრულების გეგმის ერთი ნაწილი გულისხმობს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას 2027 წლის პირველი იანვრიდან. ეს მოითხოვს ბლოკში ახალი ქვეყნების მიღების პროცედურის შეცვლას.
„გეგმის ერთი ნაწილია, რომ უკრაინა იყოს ევროკავშირის წევრი 2027 წლის პირველი იანვრიდან. არც პოლონეთი, არც ჩეხეთი, არც უნგრეთი და არც სლოვაკეთი ამას არ დაეთანხმებიან“, – აღნიშნა ვუჩიჩმა.
1tv.ge